- საქართველოს რკინიგზას, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან ერთად, შემუშავებული აქვს მგზავრობის სპეციალური ინსტრუქცია:
ვაგონის შესასვლელებში გამცილებლები მგზავრებს ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს,
მატარებელში შესვლისთანავე, მგზავრებმა, უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში უკვე დამონტაჟებულია.
მგზავრებმა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია.
ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად.
პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან მატარებელში.
მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.