მასწავლებლის დღე ახალსოფლის საჯარო სკოლაში


  • ახალსოფლის საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესიული დღე აღნიშნეს.

საზეიმო განწყობაზე მოწვეულმა სტუმრებმა იზრუნეს: პოეტმა ციალა ჩხეტიამ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი შემოქმედებიდან ლექსები გაუზიარა, ხოლო მომღერალმა მზია შონიამ ღონისძიება მეგრულ ენაზე შესრულებული სიმღერით გააფორმა.

ღონისძიება განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით. პატარებმა პედაგოგებს პროფესიული დღე ლექსებით, მუსიკითა და ცეკვით მიულოცეს.

ღონისძიების მხარდაჭერები იყვნენ, ახალსოფლის ყოფილი გამგებლის რუზგენ ნარსიას შვილები: ალექსანდრე, ნანა და ხათუნა ნარსიები და ახალსოფლის კოლმეურნეობის ყოფილი მთავარი ზოოტექნიკოსის კარლო არქანიას და ყოფილი მოლარე ოპერატორის გოგოლა ღუბელაძის შვილები: ლევან და ქეთინო არქანიები.

პროექტის ორგანიზატორი გახლდათ ამავე სოფლის მაცხოვრებელი, ქალბატონი როზა როგავა.

შეხვედრის დასასრულს, სკოლის მასწავლებლებმა გულითადი მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზატორებს, მხარდამჭერებსა და მოსწავლეებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

11 + eight =

Akismet ანტისპამი