- პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლების 2025 წლის საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლების გამოცდები პირველ დეკემბერს დაიწყება და 3 დეკემბერს დასრულდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას დარეგისტრირებული აპლიკანტები ნოემბრის თვეში შეძლებენ. ბარათზე მითითებული იქნება კონკრეტული საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. საგამოცდო ბარათების ამობეჭდვის კონკრეტული თარიღი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება.



