ზუგდიდში, კ. გამსახურდიას ქუჩაზე, დაახლოებით 10 თვეში, თანამედროვე სტანდარტების მასწავლებელთა სახლი აშენდება, სადაც რეგიონის პედაგოგებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული, მასწავლებლების პროფესიული განვითარების სქემაში უფრო მარტივად ჩართვის საშუალება ექნებათ.ეს იქნება უახლესი სტანდარტების რეგიონული ,,მასწავლებელთა სახლი”. ამის შესახებ დღეს, ზუგდიდში, თბილისის მასწავლებელთა სახლის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა განაცხადა. დღესვე, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ, საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ კახაბერ ფარცვანიამ, თბილისის ,,მასწავლებელთა სახლის” დირექტორმა და მისმა მოადგილემ მამუკა გელოვანმა ის ტერიტორია დაათვალიერეს სადაც მშენებლობა დაიწყება.