- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორულუს ადმინისტრაციულ ერთეულში, ტრადიციული ტურნირი ცხენოსნობაში „მარულა 2025“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ცხენოსნებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორულუს, ერგეტის, დარჩელის ადმინისტრაციული ერთეულებიდან და ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისისა და ხეთის ადმინისტრაციული ერთეულებიდან.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის ინფორმაციით, გამარჯვებულებს სამახსოვრო პრიზები და სიგელები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ჩიქოვანმა და ზუგდიდის მერის წარმომადგენელმა ორულუს ადმინისტრაციულ ერთეულში ლადო ჯაბუამ გადასცეს.