- მარტვილში კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსი 15 და 19 წლის და-ძმას გამოუვლინდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ხელმძღვანელის ანზორ ქობალიას ინფორმაციით, ერთი მათგანი 19 წლისა, ხოლო მეორე 15 წლის მოზარდია. მათ ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვთ. “ბათუმუდან ჩამოვდნენ 30 აგვისტოს. აღენიშნებოდათ ცხელება, აუღეს ნიმუშები და დაუდასტურდათ ვირუსი. ორივე იმყოფება კოვიდკლინიკაში. დაიწყეს მკურნალობა”-განაცხადა ანზორ ქობალიამ.
მისი ცნობით, ეპიდემიოლოგებს დაწყებული აქვთ კვლევა და კონტაქტების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.