- თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ინფიცირების 25 ახალი შემთხვევიდან 9 „დონას კლასტერს“ უკავშირდება.
“კოვიდინფექცია 25 ახალ პაციენტს დაუდასტურდა, მათგან 9 არის “დონას კლასტერიდან”, 8 არის ინფიცირებულებთან კონტაქტი, 3 არის იმპორტირებული შემთხვევა და აქედან 1 არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, სამის ინფიცირების წყარო აჭარაში მოგზაურობას უკავშირდება, ერთი არის რუსთავის „ავერსის“ თანამშრომელი და მხოლოდ ერთი შემთხვევა გვაქვს, რომელზეც დადასტურებული არ არის წყარო და გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევები. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 8-ით გაიზარდა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.