- თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 10 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 5 იმპორტირებული შემთხვევაა, რომელთაგან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
“ეს 10 ახალი დადასტურებული შემთხვევა ასეთი კონფიგურაციით არის: 2 პაციენტის წყარო არის ლენჯერი, 2 პაციენტის წყარო არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 5 არის იმპორტირებული შემთხვევა და მათ შორის, ერთი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 1 შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის მიზნით”,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.