- თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 9 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 1 სამედიცინო პერსონალი, სამი კი შემოტანილი შემთხვევაა.
“ეს 9 შემთხვევა ასეთი განაწილებითაა, 4 არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, 1 არის სამედიცინო პერსონალი, 3 არის შემოტანილი შემთხვევა და ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით, რომ დადგინდეს წყარო”,-განაცხადა მარიან ეზუგბაიამ.