- თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევიდან 29 ბათუმს უკავშირდება.
“დაგვემატა 87 ახალი შემთხვევა, 1917 დადასტურებული შემთხვევა გახდა. ამ 87 ახალი შემთხვევიდან, 29 არის ბათუმის შემთხვევები, 24 ქუთაისის სკოლის შემთხვევაა, 12 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 5 არის მოგზაურობის ისტორიით აჭარაში, 4 იმპორტირებულია, აქედან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 3 შემთხვევა სამედიცინო პერსონალია, 10 შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა კონტაქტების გამოვლენის და წყაროს დადგენის მიზნით”,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.