- თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 18 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 7 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტის შედეგად არის ინფიცირებული, ხოლო 11 შემოტანილი შემთხვევაა, საიდანაც 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა დაინფიცირებულთა რაოდენობა 1487 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 19-ით გაიზარდა და ამჟამად 1240-ს შეადგენს.