მარინა ეზუგბაია-კორონავირუსის 236 დადასტურებული შემთხვევიდან 3 შემოტანილია – 2 სომხეთიდან, ერთი კი თურქეთიდან


  • თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებით, ცალკე აღირიცხება კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც ვირუსი საქართველოს საზღვრებს გარეთ დაუდასტურდათ. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯამში ასეთი 3 პაციენტია, რომელიც უკვე საქართველოს კლინიკებში მკურნალობს, რაც შეეხება ქვეყნის შიგნით დადასტურებულ შემთხვევებს, ასეთი 233-ია.

“ამ ეტაპზე გვაქვს 236 დადასტურებული შემთხვევა, მაგრამ ამ 236-დან 3 დადასტურებული შემთხვევა არის შემოტანილი, 2 სომხეთიდან და 1- თურქეთიდან, ანუ რას ნიშნავს – იქ არის დადასტურებული და დადასტურებული შემთხვევა შემოვიდა ჩვენთან, აქედან გამომდინარე, ეს დადასტურებული 3 შემთხვევა ცალკე შემთხვევებად გამოდის, გვემატება ჩვენ სამკურნალო დაწესებულებებში როგორც რაოდენობა, მაგრამ აღრიცხვა, ჯანმოს მონაცემებით, ცალკე უნდა განვიხილოთ. თუ ცალკე განვიხილავთ ამას, ამ 236-დან 3 თუ ცალკეა, მაშინ 233-ია, გამოდის, რომ ჩვენ გუშინ დღე-ღამის განმავლობაში 2 ახალი შემთხვევა შეგვემატა, რომელიც საქართველოში დადასტურებულია. სამივე საქართველოს მოქალაქეა და შეგვიძლია ჯამურად განვიხილოთ, მაგრამ ეს ყოველთვის ცალკე იქნება გამოტანილი. თუ მას კიდევ შეემატება პაციენტების რაოდენობა, ცალკე რიცხვებს მოგახსენებთ.

გუშინ ჩვენთან 15 ადამიანზე ჩატარდა ტესტირება და 1 დაგვიდასტურდა, რომელიც შემოგვემატა. ეს არის ეროვნული ბანკის კონტაქტი. ახალი პაცინეტი იყო თვითიზოლაციაში, იმიტომ, რომ ეს ეროვნული ბანკის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი იყო და როდესაც მასთან გამოვლინდა ტემპერატურა, მაშინვე გადმოყვანილი იქნა ჩვენთან, ჩვენ ჩავატარეთ ტესტირება და დადასტურდა კოვიდი. მისი მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია. ”, – განაცხადა ეზუგბაიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!