- 13 ივნისს თბილისის წყალდიდობის დროს დაღუპული ზუგდიდელის მარიამ ქუთელიას ხსოვნას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა ლუდუკ ხასიამ, დავით კუხალეიშვილმა და ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ პატივი მიაგეს.
2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი ადამიანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. გარდაცვლილთა შორის სამეგრელოდან 3 ახალგაზრდა იყო. მარიამ ქუთელია ზუგდიდიდან, დები ლიზი და ინდირა ზარანდიები ხობიდან.