- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯუმის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეს, მარიამ როგავას, ექიმებმა, სამწვერა ნერვის ნევრინომის დიაგნოზი დაუსვეს. დაავადება საჭიროებს ხანგრძლივ და ძვირადღირებულ მკურნალობას, რისი შესაძლებლობაც ოჯახს არ გააჩნია და საზოგადოების დახმარებას ითხოვს.
მარიამის დედა თალინა (მზიური) ჯანაშია:
“მარიამს 2014 წელს აღმოაჩნდა თავის კეთილთვისებიანი სიმსივნე. მაიმედებდნენ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ… ბავშვს დაეწყო თავის ტკივილები. ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში. ერთი თვეა იაშვილის კლინიკაში ვმკურნალობთ. ოპერაცია ძვირი ღირს, 40 000 ლარი. გვირჩევენ, გოგონა გადავიყვანოთ თურქეთში. ზუგდიდის მერიამ კომპიუტერული ტომოგრაფია ერთჯერადად დაგვიფინანსა. შემპირდნენ 1000 ლარის ჩარიცხვასაც, მაგრამ ჯერჯერობით ეს ვერ მოხერხდა… დახმარება გაგვიწია მარიამის სკოლამაც. გოგონას სიცოცხლის გადასარჩენად ოჯახში ყველაფერი გავყიდეთ. უკვე ძალიან გვიჭირს სამკურნალო ხარჯების გაწევა. კიდევ ერთხელ, მინდა ვთხოვო საზოგადოებას გულთან ახლოს მიიტანოს ჩვენი ტკივილი და დაგვეხმაროს.”
მარიამის დასახმარებლად გახსნილია ანგარიში: GE40TB760904506430007 საბანკო კოდი:TBCBJE22 მიმღები თალინა ჯანაშია