მარიამ გეგიას 60 ქულა ქართულ ენასა და ლიტერატურაში


#ახალიზუგდიდელები

  • მარიამ გეგია ახალკახათის საჯარო სკოლის ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებულია, რომელმაც ეროვნულ გამოცდებში ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შეფასება 60 ქულა მიიღო – 60/60.

მარიამ გეგია არაერთი ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულია. მისი ოცნებაა გახდეს ფილოლოგი და მეცნიერების გზას დაადგეს.

ახალკახათის საჯარო სკოლის დირექტორმა, დემურ ვეკუამ “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ მარიამის წარმატება ის შემთხვევაა, როცა მოსწავლეს არ მიუმართავს საგნის შესასწავლად რეპეტიტორისთვის და მის მიღწეულ წარმატებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ინდირა ხვინგიას დამსახურებადაც მიიჩნევს.

მარიამმა, ასევე, მაღალი ქულა მიიღო სხვა საგამოცდო საგნებშიც, მაგრამ აქვს თითო-ორი ქულით ნაკლები მაქსიმალური ქულებიდან, რაც გამოიწვია იმ ტრაგედიამ, რომელიც დარჩელში განვითარდა და სადაც ავტოავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა სერიოზულად დაშავდა. ერთი მათგანი, რომა თორდია, დღესაც მძიმე მდგომარეობაშია. რომა, მარიამ გეგიას დეიდაშვილია და როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, შემთხვევამ და დეიდაშვილის ჯანმრთელობის სიმძიმემ, სერიოზული გავლენა მოახდინა მარიამის ფსიქიკაზე,-როგორც მარიამის დედა ამბობს, პირველ გამოცდაზე გოგონამ არ იცოდა მომხდარის შესახებ და შედეგიც მაქსიმუმი მიიღო. შემდეგი გამოცდების ჩაბარება კი, მას მოუწია დიდი სტრესის ქვეშ და მიუხედავად იმისა, რომ შედეგები სხვა საგნებშიც მაღალი აქვს, მაგრამ არ არის მაქსიმუმი ქულები, რომლისთვისაც მარიამი დაუღალავი შრომით მიიწევდა. (ინგლისური-68/70, ლიტერატურა-63/70, ისტორია-50/51). მარიამის მშობელი აღნიშნავს, რომ გოგონას არ უვლია რეპეტიტორთან, რადგან მას სურდა ეჩვენებია დამოუკიდებლად მიღწეული მიზანი მაგალითად იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც ფინანსურად არ შეუძლიათ რეპეტიტორთან მეცადინეობა.

“ზუგდიდელები” იმედოვნებს, რომა თორდია, რომლის გულშემატკივარია დღემდე ძალიან ბევრი ზუგდიდელი, დასძლევს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხოლო მარიამს კვლავაც ექნება წარმატებები არჩეულ გზაზე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!