- საქართველოს წარმომადგენელი მარიამ ბიგვავა საბავშვო ევროვიზია 2022-ის კონკურსზე მესამე ადგილზე გავიდა.
ქართველმა კონკურსანტმა 161 ქულა დააგროვა.
ევროვიზიის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი გახდა (203 ქულით), ხოლო მეორე ადგილზე სომხეთის წარმომადგენელი (180 ქულით) გავიდა.
მარიამ ბიგვავა პროექტ „რანინას“ გამარჯვებულია. მან საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერა I Believe/მჯერა შეასრულა.