მართვის მოწმობის ასაღებად საგამოცდო მანქანები მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში საგამოცდო მანქანების ავტოპარკი განახლდა. ინფორმაციას საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში საგამოცდო მანქანების ავტოპარკი განახლდა. მართვის უფლების მიღების მსურველები „B“ კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას თანამედროვე, GPS სისტემით აღჭურვილი, „SKODA RAPID“-ის მოდელის სატრანსპორტო საშუალებებით აბარებენ.

მომსახურების სააგენტომ, ინფრასტრუქტურისა და სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ყველა სტრუქტურულ ერთეულში, სადაც პრაქტიკული გამოცდების ჩაბარებაა შესაძლებელი, ინფრასტრუქტურული და ტექნიკური სამუშაოები ეტაპობრივად განახორციელა.

2021 წლის დასაწყისში, საწყის ეტაპზე, მხოლოდ რუსთავისა და გორის სტრუქტურულ ერთეულებში ჩანაცვლდა ძველი საგამოცდო მანქანები ახლით, ცოტა ხნის წინ კი ავტოპარკი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა სტრუქტურულ ერთეულში განახლდა”.-ნათქვამია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!