“მარაშნა” და “ჭიაკოკონობა” სამეგრელოში


  • ჭიაკოკონა – მარიამობის წინა ღამე სამეგრელოში. როგორი იყო უძველესი კოლხური ტრადიცია, რომელიც ერთგავრად 21-ე საუკუნეშიც შემორჩა.

მარიამობას სამეგრელოში “მარაშნა” ჰქვია. სწორედ მარაშნას წინა ღამეს იმართებოდა ჭეჭეთობა (ჭიაკოკონა) – წარმათობის პერიოდის ერთ-ერთი თავისებური გადმონაშთი, წეს-ჩვეულება, რომელიც ემსახურებოდა ავი სულების (მაზაკვალ-მჩხიბავების, ეშმაკების) განდევნას.

კოლხთა წარმოდგენით ავი სულები განსაკუთრებით ზაფხულობით მგლის, ძაღლის, კატის და სხვა ცხოველთა სახით დაძრწიან ქვეყანაზე და ვნებას აყენებენ ადამიანებს, მათ ნაშრომ – ნაჭირნახულევს ხვავსა და ბარაქას აცლიან. ჭეჭეთობის რიტუალი ტარდებოდა წელიწადში ორჯერ -ელიობას (20 ივლისს) და მარიამობას (მარიამობის) 15 აგვისტოს წინა ღამეებში. მასიური წარმოდგენით ამ დროებში ადამიანებში გამჯდარი იყო მზაკვრობის ძალა და მათ ცხოველთა სახეს აძლევდა. ამ მხეცებზე შჯდომის საშუალებას ანიჭებდა (ამიტომ, შეუძლებელის შემძლებელს – მგლის მხედარს – „გერიში -გიმახვენჯის“ უძახუდეს). ჭეჭეთობაზე უნდა გამოევლინებინათ მჩხიბავები და განედევნათ მათგან ეშმაკური ძალა რათა ადამიანებისათვის ვნება არ მიეყენებინათ.

ჭეჭეთობის რიტუალი სამი მთავარი მომენტისაგან შედგებოდა. პირველი იყო „გინორჩქილა“. სოფელში გულთმისნობით ცნობილი („მენცარი“) ქალი და კაცი. რომელიც ჭრელ – ჭრელად მოირთვებოდნენ (აქედან რიტუალის სახელწოდებაც „ჭერჭეთყოფა“- ჭრელყოფნა) თავს იყრიდნენ მაღლობ ადგილზე. ყურს მიუგდებდნენ თითოეულ ოჯახს და ამით იგებდნენ წლის განმავლობაში სად ვინ უნდა მომკვდარიყო + საიდანაც შეშის პობის ხმას გაიგონებდნენ და ნაჯახის ცემა ნელი იქნებოდა – მოხუცი მამაკაცი უნდა მომკვდარიყო. თუ ნაჯახის ცემა აჩქარებული იქნებოდა – ახალგაზრდა კაცი მოკვდებოდა. საიდანასც ღომის საცეცხველის ხმა გაისმოდა კაკუტების ნელი ცემით დედაბერი მოკვდებოდა. კაკუტების ჩქარი ცემით – ახალგაზრდა ქალის სიკვდილი იყო მოსალოდნელი. შემდეგში ამ „გადაყურების“ შედეგები, სოფელში ჩუმი მითქმა-მოთქმის საგანი ხდებოდა.

„ჭეჭეთობის“ მეორე უმთავრესი ეპიზოდი იყო ავი სულების განდევნა ცეცხლ-კოცონის საშუალებით -მაღლობებზე „გადაყურების“ შემდეგ წინასწარ მოგროვილი ფიჩხის კოცონს აჩაღებდნენ (ჭიაკოკონა) და თითოეული დამსწრე კოცონს ზედ გადაახტებოდა, რათა ცეცხლის ალს თვით იღლიიდანაც გაედევნა ეშმაკი და ავი სული ცეცხლთან თამაშის დროს. მღერობდნენ სიმღერას რომელშიაც ნათქვამი იყო მჩხიბავთა საქმიანობაზე. საწნახელებით „ტაბაკონაში“ გაჯირითებაზე და მათი თვალების გავარვარებული შამფურებით ამოწვაზე.

მესამე და დასკვნითი ეპიზოდი სხვადასხვანაირი იყო ელიობის „ჭეჭეთობის“ მეორე დღეს (ძ. სტ. 20 ივლისს) ოჯახის უფროსი აწყობდა ეზო-კარმიდამოს „დაჯვარვას“ (ქეჯვარობას). რათა ჯვარი წერებოდა მას და რომელიმე მჩხიბავს ვნება არ მიეყენებინა , ხის მაღალ ჯვარს ასობდა ეზოს წინა, ყანისა თუ ვენახის თავში; ჯვარზე ჩამოკიდებდა რაიმე რკინეულს- ნალებს, ან სამეურნეო იარაღის (ბარის, თოხის) ნატეხს რათა ავი თვალი უვნებელი გაეხადა. (მორგალე) ჯვარსობისას წარმოთქვამდნენ ლოცვას „ჩანა, ჩანა, ხვარიელი ყვანა“(ცენება, ცენება, ხვავიანი ყანა) და „ჯუჯელია, ჯუჯელია, ჩქიმ ყვანას დუდელია, შხვაშ ყვანას ფურცელია“ (თავიანა, თავიანა, ჩემს ყანაში თავთავიო, სხვის ყანაში ფოთოლიო).

მარიამობის ჭეჭეთობიდან დაბრუნებულნი, როგორც ეშმაკებისაგან გაწმენდილნი, უდარდელად იძინებდნენ. მაგრამ ოჯახის დედა მათ მალულად ცვილის სანთელს აწებებდა თმაში, რითაც წლის განმავლობაში დაცული იქნებოდა ეშმაკებისა და ავი გულთვალისაგან.

პ.ს. ჭიაკოკონობა — უძველესი ქართული რიტუალი — ცეცხლით განწმენდის დღეობა.[1] დამყარებულია უძველეს წარმოდგენაზე ცეცხლის, როგორც ავი სულების საწინააღმდეგო და ყოველგვარი უწმინდურებისაგან განმწმენდ ძალაზე. ჭიაკოკონობა სხვადასხვა ხალხში წელიწადის სხვადასხვა დღეს აღინიშნებოდა: ყველიერის ორშაბათს, დიდმარხვისპირველი ან უკანასკნელი კვირის შაბათს, ივანობას და ა.შ. საქართველოში ჭიაკოკონობა დიდ ხუთშაბათს ან დიდი ხუთშაბათის წინასაღამოს იცოდნენ. ეზოში კოცონს გააჩაღებდნენ, ახალგაზრდები ცეცხლის გარშემო დარბოდნენ, ცეკვავდნენ, ზედ ახტებოდნენ და გაიძახოდნენ „არული კუდიანებსაო“.[2] გადმოცემის თანახმად, კოცონზე გადახტომის დროს ადამიანი ავი სულებისგან იწმინდება. ჭიაკოკონას ანთება და მასზე გადახტომა ძირითადად იმის საწინდარი იყო, რომ კუდიანები ვერავის ავნებდნენ და დილაც მშვიდობიანად გათენდებოდა. კუდიანების, ავი სულების დასაფრთხობად და განსადევნად ისროდნენ თოფებს. ხალხის წარმოდგენით კუდიანები ამ ან მომდევნო ღამეს გარკვეულ ადგილას იკრიბებოდნენ და ზეიმს მართავდნენ. მსგავსი ჩვეულება გავრცელებული იყო საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში. ხევსურეთში ჭიაკოკონობას „კუდიან წუხრას“ უწოდებდნენ, რაც აშკარად მიუთითებს ამ დღეობის უშუალო კავშირზე ბოროტ ძალებთან.[2] მას გურიაში „ფაკლობას“ ეძახდნენ, ქართლსა და იმერეთშიჭიაკოკონობას.[3] მესხეთ-ჯავახეთში ჭიაკოკონობა წითელ პარასკევს იცოდნენ. სამეგრელოში ჭიაკოკონა 15/28 აგვისტოს, ღამე იმართებოდა.[4] „ჭიაკოკონა“/ჭიაკოკოლა სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, ჩალით დანთებულ დიდ ცეცხლს ნიშნავს.[3]

მომზადებულია ინტერნეტწყაროებიდან


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!