მანდარინის ქერქის სასარგებლო თვისებები


  • მანდარინის ქერქი C ვიტამინის წყაროა. ბეტა-კაროტინის უხვად შემცველობის გამო ის სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა საპროფილაქტიკოდ. მანდარინის ქერქში შემავალი ფლავონოიდი – ჰესპერიდინი იცავს ორგანიზმს ვირუსებისაგან, გააჩნია ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება.

მანდარინის ქერქში შემავალი ეთერზეთები ხსნის დაღლილობას, გაღიზიანებადობას, შიშის განცდას, ასტიმულირებს ნერვულ სისტემას. ასევე გამოირჩევა მატონიზებელი ეფექტით, ებრძვის ნაოჭებს, ეფექტურია ცხიმიანი და კომბინირებული კანისათვის.
როდის შეიძლება მანდარინის ქერქის გამოყენება ბრონქიტის დროს:
აიღეთ სამი სადილის კოვზი წვრილად დაქუცმაცებული მანდარინის ქერქი, დაასხით 2 სადილის კოვზი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 3 საათი და გადაწურეთ. დაამატეთ ცოტაოდენო თაფლი და დალიეთ ნარევი დღის განმავლობაში.
მშრალი ხველის დროს:
მანდარინის ქერქის ნაყენი ნახველის გათხევადების და გამოყოფისათვის საუკეთესო საშუალებაა. აიღეთ ერთი მანდარინის წვრილად დაქუცმაცებული ქერქი, დაასხით ერთი ჭიქა არაყი, გააჩერეთ ბნელ ადგილას ერთი კვირა. მიიღეთ 20-20 წვეთი დღეში სამჯერ ჭამის წინ.
წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!