მამუკა წოწერიას გადაწყვეტილებით ზუგდიდის მერიაში ადმინისტრაციული ხარჯები მცირდება


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მამუკა წოწერიას გადაწყვეტილებით, ზუგდიდის მერიაში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება მოხდება.

პირველი ეტაპისთვის, არსებული ლიმიტების კლებით საწვავის ოპტიმიზაცია განხორციელდება.

ამ დროის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მერია საწვავის ლიმიტის შემცირებით წლის ბოლოს, დაახლოებით 50 ათასი ლარის ოდენობის ეკონომიას მიიღებს.

მამუკა წოწერიას გადაწყვეტილებით, ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი თანხა მიმართული იქნება სხვადასხვა სახის პროექტების განსახორციელებლად.

„ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის მიზანია გამოთავისუფლებული თანხებით განხორციელდეს სხვადასხვა პროექტები, მათ შორის ინფრასტრუქტურული, სოციალური და სხვა მიმართულების“ – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ.

მისივე განცხადებით, ხარჯების შესწავლა უახლოეს პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაიწყება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!