მამუკა წოწერიამ EU4Culture საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია დღეს,  EU4Culture საერთაშორისო კონფერენციაში (Zoom) პალატფორმის მეშვეობით დისტანციურად ჩაერთო და მუნიციპალიტეტის კულტურულ ასპექტებზე და შემეცნებით  პოტენციალზე ისაუბრა. 

„გვაქვს პატივი მონაწილეობა მივიღოთ დღევანდელ კონფერენციაში და ვისაუბროთ ქალაქ ზუგდიდის ძირითად კულტურულ ასპექტებზე. ზუგდიდი საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც მოხერხებული კულტურულ-ეკონომიკური სავაჭრო ცენტრი,   რაც ქმნიდა შესაძლებლობებს მჭიდრო კომუნიკაცია დამყარებულიყო გარესამყაროსთან, მის მოწინავე ცივილიზაციებთან. შესაბამისად ამ ურთიერთობების უტყუარი მდიდარი მატერიალური ნიმუშები დადასტურებულია არქეოლოგიური, ფოლკლორული თუ ზოგადად ეთნოგრაფიული  მასალების სახით. ზუგდიდი გამოირჩევა მრავალფეროვანი მატერიალური და არამატერიალური კულტურის მემკვიდრეობის ნიმუშებით“. – აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ.

მერმა მადლობა გადაუხადა  ევროკავშირს, გოეთეს ინტიტუტს და მის კონსორციუმს, რათა სხვა აპლიკანტებთან  ერთად  ამ ეტაპზე შერჩეულ იქნა ქალაქი ზუგდიდი.

„ეს არის  უნიკალური შესაძლებლობა პირველად ჩვენს ისტორიაში შევიმუშაოთ კულტურის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია და ამასთან ახლებურად გავიაზროთ ის როლი, რომელიც კულტურას გააჩნია ჩვენი ქალაქის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ჭრილში“.

ამასთანავე, მერმა ხაზი გაუსვა სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების პროცეს, მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა პროექტში მონაწილე სხვა აპლიკანტ ქალაქებთან, მიუხედავად იმისა, ამ ეტაპზე მიაღწიეს თუ არა მათ წარმატებას.

„ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, რომ  დავუმეგობრდეთ ამ ქალაქებს. აქტიურ რეჟიმში მოხდეს ურთიერთგამოცდილების გაზიარება, თანამშრომლობა და გარკვეული სახით საერთო პლატფორმაზე შეთანხმება, როგორიცაა გაცვლითი პროგრამები, სასწავლო სემინარები და სხვა“.

EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის მხარდაჭერას. პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!