მამუკა ციმინტია განმარტავს


დღეს, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მამუკა ციმინტია მუშებთან ერთად, მოქალაქე ლალი ცირდავას საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა და ჟურნალისტებს უჩვეენა მათ მიერ ბინაში შესრულებული სამუშაოები. ციმინტიასა და ცირდავას შეხვედრა ხმაურით და ურთიერთბრალდებებით მიმდინარეობდა. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=5wHad0Bzma0[/embedyt] ცირდავამ ციმინტიას უჩვენა ის ადგილები, რომელიც მისი თქმით, უხარისხოდ არის შესრულებული. ციმინტიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ბინის რემონტი ქალბატონს შესაძლებლობების ფარგლებში გაუკეთდა. ციმინტიას თქით, “სარემონტო სამუშაოებისათვის არანაირი თანხა არ ყოფილა გადმორიცხული. რაც შეეხება კარებს, მე მას ახალი კარი მოვუტანე და დამიწუნა, გვქონდა მეორადი კარი, რომელიც თვითონ აირჩია”[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=6IOJ3_N2yQQ[/embedyt]

გუშინ, მოქალაქე ლალი ცირდავამ, თავისი საცხოვრებელი ბინის კარი ჩამოხსნა და ქალაქ ზუგდიდის მერიასთან, პროტესტის ნიშნად დადო  შემდეგი  წარწერით: «აი კარი, რომლითაც მამუკა ციმინტია, 79 წლის მწოლიარე ავადმყოფს, ციალა ჯოჯუას დაეხმარა. არ გაინტერესებთ, რა დაუჯდა ციმინტიას წარმოდგენილი კარი? —  4800 ლარი, მოხუცისათვის შემოწირული».
ცირდავა ამბობს, რომ დედამისის, 79 წლის ციალა ჯოჯუას საცხოვრებელი ოთახის გასარემონტებლად, ქალაქ ზუგდიდის მერიამ გადარიცხა  ოთხი ათას რვაასი ლარი. არადა, ამ თანხის სარემონტო სამუშაოები მათ საცხოვრებელ ბინაში, როგორც აღნიშნავს, არ გაკეთებულა. ცირდავას ინფორმაციით, 7 კვადრატული მეტრის სიდიდის ფართს, მუშები, ოთხი თვის განმავლობაში არემონტებდნენ, მაგრამ ამ ეტაპისთვის, თითქმის არაფერია გაკეთებული და თავისი სახსრებით უწევს რემონტის გაკეთება.

 ლალი ცირდავას დედა, ციალა ჯოჯუა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ, პროტესტის ნიშნად, ღია ცის ქვეშ, 64 დღე იწვა. მან აქცია მას შემდეგ შეწყვიტა, როცა მერია მისი საცხოვრებელი ფართის დაკანონებას და შეკეთებას დაჰპირდა.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!