- „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის სადიაგნოსტიკოდ საქართველოში სპეციალური PCR ტესტი შემოვა, რომელიც ვირუსს 2 საათში ამოიცნობს.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, PCR ტესტები ქვეყანაში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შემოვა.
“ლაბორატორიული დიაგნოსტიკა დღესაც შეგვიძლია გენომის სექვენირებით, რომელსაც რამდენიმე დღე სჭირდება”, – აღნიშნავს გამყრელიძე.