- მაია აქუბარდაია ჯვარის მეორე საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგია 1989 წლიდან. მისმა მოსწავლეებმა: ელენე მანიამ, ცოტნე ქარდავამ და დავით დადიანმა ინგლისურ ენაში, უმაღლესი შეფასება 70/70 მიიღეს.
“ზუგდიდელებს” მაია მასწავლებელი თვითონ დაუკავშირდა და გვთხოვა, ეროვნულ გამოცდებში წარმატებული აბიტურიენტების წარდგენისას, მისი მოსწავლეებიც არ გამოგვრჩენოდა, რომლებიც უკვე არიან წარმატებული მათი შრომის შედეგებით, რომელიც იმავდროულად პედაგოგის შრომის შედეგადაც ითვლება.
კვლავაც წინსვლა მასწავლებელს და მის მოსწავლეებსაც.
პ.ს. თქვენი თხოვნით, პერიოდულად, გაგაცნობთ პედაგოგებს, ვის აბიტურიენტებსაც, სხვადასხვა საგანში, მაღალი ქულები დაუფიქსირდათ.