მაია არახამია–”წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგი”


  • თბილისში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ეროვნული კონფერენცია-გამოფენა გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა სამოქალაქო განათლების 300-მდე პედაგოგმა მიიღო საქართველოს ყველა რეგიონიდან.

სამეგრელოს რეგიონის “წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგი” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიას საჯარო სკოლის მასწავლებელი მაია არახამია გახდა.  “ზუგდიდელები” მაია არახამიას დაუკავშირდა.  “სკოლაში ცხრა წელია ვმუშაობ, მაგრამ როგორც მასწავლებელი რვა წელი. ემოციები რა თქმა უნდა, დიდია და ძალიან საპასუხისმგებლო. წელიწადნახევარია პროგრამაში ჩავერთე, მრავალი პროექტი და ღონისძიება განვახორციელეთ. პროგრამა “მომავლის თაობა” გულისხმობს კეთების სწავლებას, ანუ თეორიული ცოდნა გადაგვაქვს პრაქტიკაში. პროექტები იგეგმება მოსწავლეების მხრიდან, მათი ინიციატივიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე”. კითხვზაე: ელოდა თუ არა ამ საპატიო ტიტულის მოპოვებას, მაია არახამიამ გვითხრა, რომ არა, არ ელოდა, რადგან ამბობს, რომ საკუთარი თავით არასდროს არ არის კმაყოფილი.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!