ადრე, “ზუგდიდელები” წერდა, სოციალურად დაუცველ ბენეფიციარზე, ლუარა ქირიაზე, რომელიც 12 წელი ანსამბლ “ჩელაში” მღეროდა. ქალბატონი ლუარა რედაქციაში გვეწვია და გვთხოვა–9 აპრილს დაღუპული მოქალაქეებისთვის სიმღერა მაქვს, ჯანმრთელობის მდომარეობის გამო დამაგვიანდა მათი მოფერება, იქნებ, მომცეთ შესაძლებლობა თქვენი პორტალის დახმარებით, ეს გავაკეთოო.
ლუარა ქირია: “ამ ადამიანებმა, მომავალი თაობებისთვის, თავი გასწირეს, მათი სახელი და გვარი მუდამ გვემახსოვრება. მადლობა მათ თავისუფლებისთვის. მსოფლიო გააოცა ჟილეტიანი ჯალათების გაუგონარმა, ვანდალურმა სისასტიკემ, რომლებიც იყვნენ მოწვეული ჩვენი აწგანსვენებული, სათაყვანებელი: აზა ადამიას, ეკა ბეჟანიშვილის, გია ქარსელაძის, ელისო ჭიპაშვილის, ვენერა მეტრეველის, ზაირა კიკვიძის, თამარ მამულაშვილის, თამუნა დოლიძის, თამუნა ჭოველიძის, თინა ენუქიძის, მამუკა ნოზაძის, მანანა ლოლაძის, მანანა მელქაძის, მარინე ჭყონიას, მზია ჭინჭარაძის, ნათია ბაშალეიშვილის, ნანა სამარგულიანის, ნატო გიორგაძის, ნინო თოიძის, ნოდარ ჯანგირაშვილის და შალვა ქვასროლიაშვილის მოსაკლავად.”
რადგან, 9 აპრილელების მოფერება არასდროსაა გვიან და ზედმეტი, ჩვენ ჩავწერეთ ქალბატონი ლუარა, საკუთარ პატარა ბინაში. ის ასრულებს სტეფანე მხარგრძელის ლექსზე შექმნილ სიმღერას. ჩვენ, მადლობას ვუხდით მას, რომ შესაძლებლობა მოგვცა, მასთან ერთად, კიდევ ერთხელ მოვფერებოდით იმ ადამიანებს, ვინც 1989 წლის “9 აპრილის ჯალათების” ნიჩბებს შეეწირნენ და დაღვრილი სისხლით ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის გადადგეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი.