- ზუგდიდის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ ქალთა თვეს ლიტერატურული საღამო -,”ქართველი მწიგნობარი ქალები” მიუძღვნა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ინფორმაციით, დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხავა ეპოქაში მოღვაწე ქალების ლიტერატურული და მრავალმხრივი საზოგადოებრივი საქმიანობა.
აღინიშნა მარიამ დადიანის, ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას, ეკატერინე გაბაშვილის, ელენე დარიანისა და ანა კალანდაძის ღვაწლი ქართული ლიტერატურის განვითარების საქმეში.
ბიბლიოთეკის მკითხველებმა მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები. მოეწყო წიგნის -“ქალები და ქალთა საკითხი პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში” წარდგინება.