- წელს ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი ოცდამესამედ გამოაცხადა. გამომცემლებმა და ავტორებმ250-მდეწიგნი წარმოადგინეს და ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, აგვისტოში გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული, ტრადიციულად, სხვა გამარჯვებულების გამოვლენის პარალელურად გახდება ცნობილი.
„საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-მდე მწერალმა და ლიტერატორმა 5000-ზე მეტი წიგნი განიხილა, 200-ზე პრემია გაიცა და 150-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა (მათგან არაერთი -ორჯერ და მეტჯერ).
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები არიან:
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:
- გიორგი საჯაია, „ლპობა“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)
- ინგა ჩახვაშვილი, „მოუყოლელი ამბები“ (ჩემი გამომცემლობა)
- ლექსო ჩხაიძე, „გარეთ, ქარში საკითხავი“ (კალმოსანი)
- კონსტანტინე ჭანკოტაძე, „ილუზიების მატარებელი“ (სეზან ფაბლიშინგი)
- დავით ხორბალაძე, „UNLOVE“ (ღია სივრცე – ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი)
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:
- თეიმურაზ დოიაშვილი, „სულის კვეთება“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა)
- სოფიო შამანიდი, „აუტანელი კაცები / „აუტანელი“ ქალები“ (სულაკაურის გამომცემლობა)
წლის საუკეთესო პიესა:
- ნოდარ მამაცაშვილი, „ლოკოკინას სინდრომი (პიესები)“ (აწმყო)
- ბასა ჯანიკაშვილი, „მე გადმოვცურავ ზღვას“ (პალიტრა L)
წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:
- ლევან ბერძენიშვილი, „საუბრები ვეფხისტყაოსანზე“ (ინტელექტი)
- ირაკლი ლაითაძე, „იყო ასეთი ქვეყანა – CCCP“ (არტანუჯი)
- ანა მარგველაშვილი, „წერილები მეფეს“ (ალონი)
- ბესო ხვედელიძე, „გოა მშვიდობისა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
წლის საუკეთესო პროზაული კრებული:
- არმაზ ბეკარი, „მშვიდობით, სომერსეტ!“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- მამუკა დოლიძე, „გამოფენა“ (მერანი)
წლის საუკეთესო პოეტური კრებული:
- ბექა ახალაია, „კანალიზაციის ანგელოზები“ (ჯადოსნური სახლი)
- რეზო გეთიაშვილი, „მეოთხე პირის ნიშანი“ (კალმოსანი)
- გოჩა სხილაძე, „ღამის სიმღერა“ (ჩემი გამომცემლობა)
- ალექსანდრე ჯინჭარაძე, „სარკეებით და სარკის გარეშე“ (ლოგოსი)
წლის საუკეთესო რომანი:
- შოთა იათაშვილი, „ბედნიერება“ (ინტელექტი)
- ნოდარ ლადარია, „ელი! ელი!“ (ინტელექტი)
- ირაკლი მეტრეველი, „ნებადართული ჯადოქრობა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- ნინო ორტეგა ჭინჭარაული, „ლეთარგია“ (პალიტრა L)
- მიხეილ ციხელაშვილი, „ტანჟერული სიზმარი“ (სულაკაურის გამომცემლობა)