ლიის სამრევლო სკოლაში ჩატარდა საგანმანათლებლო – კულტურული ღონისძიება


  • ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ლიის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვის შემდეგ, სამრევლო სკოლაში ჩატარდა საგანმანათლებლო – კულტურული ღონისძიება.

მოეწყო მოსწავლე -ახალგაზრდების მიერ, წლის განმავლობაში ხატვისა და ხატწერის ნამუშევრების შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა.

ღონისძიების ბოლოს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი გერასიმეს ლოცვა -კურთხევით ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტის ორგანიზებითა და მხარდაჭერით მადლობის სიგელით დაჯილდოვდა ხელოვნების, ხატვისა და ხატწერის პედაგოგი ლელა ლაცუზბაია.

ღონისიება ჩატარდა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევითა და ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზი გალაქტიონ ფიფიას ლოცვა- კურთხევით, ასევე ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის მხარდაჭერით.

ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!