- ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ლიის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვის შემდეგ, სამრევლო სკოლაში ჩატარდა საგანმანათლებლო – კულტურული ღონისძიება.
მოეწყო მოსწავლე -ახალგაზრდების მიერ, წლის განმავლობაში ხატვისა და ხატწერის ნამუშევრების შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა.
ღონისძიების ბოლოს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი გერასიმეს ლოცვა -კურთხევით ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტის ორგანიზებითა და მხარდაჭერით მადლობის სიგელით დაჯილდოვდა ხელოვნების, ხატვისა და ხატწერის პედაგოგი ლელა ლაცუზბაია.
ღონისიება ჩატარდა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევითა და ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზი გალაქტიონ ფიფიას ლოცვა- კურთხევით, ასევე ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის მხარდაჭერით.
ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებს.