ლიზი ბუკია: მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია


  • ზუგდიდელი, 16 წლის, პიანისტი ლიზი ბუკია, გერმანიის ქალაქ იენა, მუსიკისა და ხელოვნების სკოლა სწავლობს. ფორტეპიანოს გარდა, უკრავს აკუსტიკურ გიტარაზე და მელოდიკაზე. “ზუგდიდელებთანამბობს, რომ მუსიკასთან მისი შეხება მშობლების სურვილით, 5 წლის ასაკში დაიწყო.

ლიზი ბუკია: – თავიდან მშობლებმა შემიყვანეს ზუგდიდის პირველ მუსიკალურ სკოლაში, სადაც ერთი წელი ვისწავლე. მოგვიანებით გადავედი ზუგდიდის საგუნდო სამუსიკო სკოლაში ელისო ცანავას კლასში, სადაც დავამთავრე 6 წელი. პროფესიას მშობლები დიდი სერიოზულობით უდგებოდნენ, რამაც მათ უბიძგა მთელი ოჯახით გადავსულიყავით თბილისში. რამდენიმე დღით ადრე, სანამ ჩემი მშობლები და უმცროსი და ჩამოვიდოდნენ შევიტყვეთ მამაჩემის გარდაცვალების ამბავი. ეს ჩვენთვის დიდი ტრაგედია აღმოჩნდა. მიუხედავად ამ ყველაფერისა, მაინც გადავედით საცხოვრებლად დედაქალაქში, სადაც პატარა ბინის ქირაობა მოვახერხეთ. ასე და ამგვარად 12 წლის ასაკში, წარმატებით ჩავაბარე გამოცდა თბილისის კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიაში, სადაც ჩემი მასწავლებლები იყვნენ: ნატო მაღალაშვილი და ნოდარ ნაკაიძე.

თავიდან, მუსიკის მიმართ, დიდი ინტერესი არ გამომივლენია, თუმცა არც მიმიტოვებია. ადამიანს დროთა განმალობაში, ეცვლება შეხედულებები, აზრები, დამოკიდებულებები და პრიორიტეტები, ამიტომ მივეცი ჩემს ნიჭს შანსი. ვღებულობდი მონაწილეობას საერთაშორისო კონკურს-ფესტივალებზე, კონცერტებზე. სახლში ხშირად ვბრუნდებოდი დიპლომებით, საპრიზო ადგილებით და სტიპენდიითაც. მივხვდი, რომ მუსიკა უნდა ყოფილიყო ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.

გერმანიაში რატომ წახვედი?

-ნახევარ წელიწადზე მეტია გერმანიაში ვიმყოფებით მე, დედა და ჩემი უმცროსი და. ეს გადაწყვეტილება ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის. გერმანიის სახელმწიფოსგან მოვითხოვეთ თავშესაფარი. ბანაკში თვენახევარი ინსტრუმენტი არ მინახავს, თუმცა მქონდა ნოტები, რომელსაც ვკითხულობდი. ეს უეცარი გარდატეხა, რომ არა ვერ მივხვდებოდი მუსიკის ფასს, როგორ მენატრებოდა დაკვრა და როგორ მინდოდა უკან, სამშობლოში დაბრუნება, თუმცა ეს შეუძლებელი იყო. ამიტომ მივენდე ბედს, რამაც საბოლოოდ იენამდე მოგვიყვანა. იენაში 6 თვე ვიმყოფებოდით. დღემდე საერთო საცხოვრებლის პატარა, ოთახში ვართ. აქ გატარებული თვეები რთული იყო, იმაზე ძნელი ვიდრე, რომელიმე ჩვენგანი წარმოიდგენდა. ამ ყველაფერმა მიმიყვანა მუსიკალურ სკოლამდე და უსაყვარლეს გერმანელ მასწავლებლებამდე ქეთლინ ბერგნერამდე, ამ ადამიანმა გამიხსნა ყველა წარმატებამდე მისაღწევი გზა.

ძალიან მენატრება საქართველო, ჩემი ქალაქი და ადამიანები, რომლებიც მუდამ ჩემს გვერდით იყვნენ. მუსიკამ და ხალხმა, რომლებიც აქ გავიცანი, ჩემმა ძველმა ქართველმა მეგობრებმა გახადეს აქაურობა უფრო ასატანი. გერმანიაში სწავლა-განათლების მიღებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. გერმანელები ძალიან აფასებენ შრომას, მონდომებას და ნიჭიერებას.

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 20 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!