ლიეტუვამ საქართველოსთვის ვაქცინის 15 000 დოზა გამოყო


  • ლიეტუვა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ 3 ქვეყანას კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს გადასცემს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ნამდვილ მეგობარსა და მტკიცე მხარდამჭერს, ლიეტუვას, კოვიდ პანდემიის პერიოდში თანამშრომლობისა და 15 ათასი დოზა ვაქცინისთვის, რომელიც საქართველოში უნდა გამოიგზავნოს. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას ვაქცინების დამატებითი დოზებისთვის. ასეთ რთულ დროს სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია,” – წერს მინისტრი Twitter-ის პირად გვერდზე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!