ლიანა ქარჩავას ნათელ ხსოვნას…


  • ზუგდიდის მიწამ მიიბარა ქალბატონი, რომელიც უსაზღვროდ იყო შეყვარებული თავის ქალაქზე და მის ხელოვან ხალხზე. ლიანა ქარჩავას ზუგდიდის კულტურის სფეროს განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ის, წლების მანძილზე, მოღვაწეობდა ამ დარგში და ირგვლივ იკრებდა ადამიანებს, ვისაც განსაკუთრებული მოფერება სჭირდებოდა.

გუნდის ხელმძღვანელი, კულტურის სახლისა და ბიბლიოთეკის მუშაკი, ქალაქის კულტურის განყოფილების წამყვანი თანამშომელი, ქუჩის კომიტეტის თავმჯდომარე,-ლიანა ქარჩავა ყველა მისდამი დაკისრებულ საქმეს ღირსეულად უძღვებოდა.

ლამაზად იცხოვრა,- საუკეთესო მეუღლე, შვილები, შვილიშვილები,-ჰქონდა ოჯახი, რომელსაც დიდი და სამაგალითო სიყვარულით კვებავდა. მისი შვილიშვილები სიამოვნებით იხსენებენ, თუ როგორ უყვარდათ ლიანას და მის მეუღლეს მირიანე ჯეჯელავას ერთმანეთი. ამბობენ, ბებია-ბაბუას ამ სიყვარულზე რომანიც შეიძლება დაიწეროსო.  შვილიშვილი ქეთი ჯეჯელავა  “ზუგდიდელებთან” ყვება : „ვერც ერთი გვერდი ვერ დაიტევს მათ მრავალფეროვან ისტორიებსა და ბედნიერებით აღსავსე მოგონებებს. ეს სიტყვები და მელოდია, მათი სიყვარულის სიმბოლოა: „რა კარგი იყავი მაშინ, ერთად ვიყავით როცა. ლურჯი იებით ხელში, შენ მე მომპარე კოცნა…“ ამ სიმღერას ახლა სამუდამოდ ერთად შეასრულებენ ლია და მირიანე. მშვიდად განისვენე ლია. ჩვენ მუდამ დაგვამახსოვრდები“.

ლია ქარჩავა 83 წლის ასაკში გარდაიცვალა და დატოვა უამრავი მადლიერი ადამიანი, ვისაც ცხოვრების დასაწყისში ხელი მოუმართა და დაეხმარა საზოგადოებაში და საყვარელ საქმეში საკუთარი ადგილი დაემკიდრებია.

სასუფეველი ამაგდარ ქალბატონს.

ნ. მიქავა


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!