დღეს, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა საჯარო ლექცია ძალადობის გენდერულ ასპექტებზე. ლექცია ჩაატარა სოციოლოგმა, გენდერის მკვლევარმა გიორგი ურჩუხიშვილმა. მან შეხვედრის მონაწილეებთან ისაუბრა, რატომ ითვლება მოძალადე კაცების მიერ განხორციელებული ძალადობის აქტები საზოგადოების მხრიდან ჩვეულებრივ მოვლენად,
რატომ არ ცდილობს პოლიცია, საზოგადოება, მოაქალაქეები ოჯახური ძალადობის შემთხვევებში ჩარევას? და რა აიძულებთ ქალებს საიდუმლოდ შეინახონ ოჯახური, ან ოჯახში ძალადობის ფაქტები? გიორგი ურჩუხიშვილი პრობლემის მოგვარებას სამეწარმეო ურთიერთობების შეცვლასა და საარსებო წყაროების მოპოვების წესის შეცვალში ხედავს.
დღევანდელ შეხვედრაზე იმყოფებოდა “თანასწორობის მოძრაობის” ზუგდიდის ოფისის მენეჯერი ცაბუნია ვართაგავა. მისი განმარტებით, ძალადობის ფაქტები ბოლო პერიოდის განმავლობაში გააქტიურდა “წინ გადადგმული ნაბიჯები არის, თუმცა ეფექტური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ჯერჯერობით ისევ გვიჭირს და ვრჩებიან სადისკუსიო სივრცეში”.
დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლები, ასევე დაინტერესებული პირები. მოგვიანებით, შეხვდერამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.