დღეს, ზუგდიდის სკეიტ პარკში „ბაქრაძე-უგულავა ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ ზუგდიდელებს საარჩევნო პროგრამა წარუდგინა. ლელა ქებურიამ ისაუბრა იმ ძირითად მიმართულებებზე და პრიორიტეტებზე, რომლის განხოციელებსაც გეგმავს მერად არჩევის შემთხვევაში. მერობის კანდიდატის თქმით, პარტიამ საარჩევნო პროგრამა მოსახლეობაზე საჭიროების მიხედვით შეადგინა. „მე არ ვიცი როგორ ჩანს ჩინოვნიკების დაბურული ფანჯრებიდან თქვენი ცხოვრება, მაგრამ მე ყოველდღიურად ვხვდები ადამიანებს და ვიცი, როგორ ცხოვრობენ ისინი. ადამიანები თვიდან თვემდე სოციალური შემწეობის, პენსიის იმედად არიან, მაგრამ ეს პენსია მათ წამლებისთვისაც არ ყოფნის“. – განაცხადა ქებურიამ. დღევანდელ შეხვედრაზე მერობის კანდიდატი პენსიონერებს დაპირდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დანამატის სახით 25 ლარამდე გაზრდას, ხოლო სოციალურად დაუცველებს თანხა 70 ლარამდე გაეზდებათ. მერობის კანდიდატმა თავის საარჩევნო პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დასაქმებაზე. მისი განმარტებით, შექმნიან 3 ათას სამუშაო ადგილს. „ეს იქნება ღირსეული სამუშაო ადგილები ჩვენი შვილებისთვის, შშმ პირებისთვის, დევნილებისთვის და ნებისმიერი ადამიანისათვის“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=vgJHX2eWiWc[/embedyt]
დღევანდელ შეხვედრაზე იმყოფებოდა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, რომელმაც აღნიშნა, რომ „დადგა დრო საქართველოში ყველაზე ევროპულ ქალაქში ავირჩიოთ ქალი მერი ლელა ქებურია, რომელსაც აქვს მწყობრი გეგმა იმ პრობლემების მოგვარების, რომელიც ზუგდიდშია დაგროვილი.“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=5GDltXY7BTo[/embedyt]
საარჩევნო პროგრამის წარდგენისას პარტიის ლიდერებმა დაანონსეს 17 ოქტომბერს მსვლელობა გუბერნიის შენობის მიმართულებთ, აზიური ფაროსანასაგან მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით. პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ლაშა დამენიამ 17 ოქტომბერს მოსახლეობას ერთად დგომისკენ მოუწოდა.