- ამ დილით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უცხოური ენების შედეგები გამოაქვეყნა. აბიტურიენტებს, შორის, რომლებმაც ინგლისურ ენაში უმაღლესი, 70 ქულა მიიღეს, ზუგდიდელი ლევან ქობალიაა.
ლევან ქობალიამ GLC ზუგდიდის განყოფილება დაამთავრა. ინგლისურ ენაში მაქსიმალური, 70 ქულა აიღო, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით აპირებს სწავლის გაგრძელებას. ლევანი მცირე ასაკიდან არის აქტიური ახალგაზრდა, ჩართული იყო ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სხვადასხვა წრის მუშაობაში,-მღერის, ცეკვავს, მსახიობობს, დეკლამატორია, წერს ჩანახატებს. აქვს ძალიან ბევრი უნარი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის საინტერესო რესურსად შეიძლება მოვიაზროთ.
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ზუგდიდის N7საჯარო სკოლის მოსწავლეს ლუკა კეზუამ შემდეგი შედეგები დადო: ქართული- 60-დან 60, ინგლისური- 70-დან 69, გთხოვთ ლუკას მონაცემებიც გამოაქვეყნოთ.