- სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, რომ არ გაიმეოროს ის, რაც გუშინ ვიხილეთ, არ ჩაერიოს მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებაში და არ იძალადოს მათზე.
“ჩემი დღევანდელი ბრიფინგი პირველ რიგში ემსახურება პირველად შეფასებას გუშინდელი სამწუხარო მოვლენების, რაც ჩვენ ვიხილეთ და ამავე დროს დღევანდელი აქციის წინ გაფრთხილებას პირველ რიგში შსს-სი, რომ არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, არ ჩაერიოს ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებაში, არ იძალადოს მათზე. ასევე მინდა მოვუწოდო აქციის მონაწილეებს, დაიცვან შეკრების ფარგლები და მისი მშვიდობიანი ფორმა, იმისთვის, რომ ეს არ გადაიზარდოს დამატებით ესკალაციაში“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.