ლევან დადეშქელიანი ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონია


  • საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ახალგაზრდული ნაკრების გუნდმა 4-7 დეკემბერს, იტალიის ქალაქ ვენეციაში, ახალგაზრდულ ლიგაზე იასპარეზა. 52 კგ. წონით კატეგორიაში, ფინალში მოსახვედრად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სპორტსმენი, ზუგდიდელი ლევან დადეშქელიანი იბრძოდა.

სპორტსმენმა წარმატებით გაიარა ყველა ეტაპი და ფინალი ესპანელ მეტოქესთან, 6:1 გამარჯვებით დააგვირგვინა.

“ახალგაზრდული ლიგა წარმოადგენს გამორჩეულ ასპარეზობას, რომელიც ახალგაზდებს შორის თავისი სირთულით მსოფლიო ჩემპიონატს უტოლდება. წელს, იტალიის ქალაქ ვენეციაში თავი მოიყარა მსოფლიოს 83 ქვეყნის 3378-მა რჩეულმა ათლეტმა კადეტებს, იუნიორებსა და U21 ახალგაზრდებს შორის. ამიტომაც, ლევან დადეშქელიანის მიერ აქ მოპოვებული ოქრო უაღრესად პრესტიჟული და საპატიოა და რაც მთავარია უზარმაზარი სტიმულია ახალგაზრდა სპორტსმენებისათვის. ყველას ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას, ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის აღზრდილ ლევან დადეშქელიანს, მის პირად მწვრთნელს, გელა ანთიას.”-ნათქვამია  საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 32 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!