ლედი გაგა ვირტუალურ კონცერტს გამართავს, რომელიც კორონავირუსთან მებრძოლ ექიმებს მიეძღვნება


  • ტელეკომპანია BBC ლედი გაგას ვირტუალურ კონცერტს გააშუქებს, რომელიც 18 აპრილს გაიმართება. ჯიმი ფელონის, ჯიმი კიმელისა და სტივენ კოლბერტის შოუებში სპეციალური გადაცემა, One World: Together at Home გადაიცემა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დასამარცხებლად მომუშავე ექიმებს მიეძღვნება.

ლედი გაგას წამოწყებას ტეილორ სვიფტი, სელინ დიონი, ჯენიფერ ლოპესი, შონ მენდესი, კამილა კაბეიო, ალიშა ქისი და სემ სმიტი შეუერთდებიან.

ლედიმ გაგას განცხადებით, აღნიშნული ვირტუალური კონცერტის ფარგლებში თანხების მოზიდვა არ იგეგმება და მხოლოდ სოლიდარობის მესიჯის გადაცემას ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ მომღერალმა 35 მილიონი დოლარის მოზიდვას შეუწყო ხელი პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!