“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ არჩევანი ოჯახთან ერთად #84 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. მან, ამომრჩევლებს, მეტი აქტივობისკენ მოუწოდა და შეახსენა, რომ ძლიერი საკრებუო და თვითმმართველობა, ძლიერი მუნიციპალიტეტის საწინდარია.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, რომ არსებობს ინფორმაციები დარღვევების შესახებ, მერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ამ ინფორმაციებს ოპოზიცია ავრცელებს და არარეალურია, “არჩევნები მიმდინარეობს დემოკრატიულად და მშვიდ გარემოში”.-აღნიშნა მან.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=2fq8QBNYJ7c[/embedyt]