დღეს, გარემოვაჭრეთა ერთი ნაწილი, ქალაქის მერს შეხვდა. მოვაჭრეთა განმარტებით, მერიის მიერ შეთავაზებული ფართები სავაჭრო ცენტრ „ალაიანსში“ მათთვის მიუღებელია, რადგან გადასახადის გადახდას ვერ შეძლებენ და კვლავ საპროტესტო აქციებს აანონსებენ. „არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდებით, აქციებს დავიწყებთ, აქ დავდგებით ბოლომდე და ჩვენს უფლებებს დავიცავთ“- უთხრა ჟურნალისტებს მარინა ფარულავამ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=SOP45aUm3UA[/embedyt]
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ქალაქის მერმა. ლაშა გოგიას განმარტებით, ზუგდიდში გარევაჭრობა არ იქნება. “ჩვენ შევთავაზეთ ქალბატონებს ადგილები სხვადასხვა ობიექტზე. ჯერჯერობით, უარზე არიან. მივეცით პირობა, რომ სათითაოდ შევხვდებით და კიდევ ერთხელ დავილაპარაკებთ“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Dfi0VgfpNpw[/embedyt]