ლამაზი სახლი სხვის ლეკვებზე მზრუნველ უპატრონო ძაღლს


  • ამ წუთებში, ბათუმელმა მოქალაქემ ლევან ჩხაიძემ, ზუგდიდში, უპატრონო ძაღლს, რომელმაც ასევე უპატრონო ლეკვები “იშვილა”, მეგობრებთან ერთად საცხოვრებელი სახლი ჩამოუტანა და “ალიანსის” მიმდებარე ტერიტორიაზე დაუდგა.

ლევან ჩხაიძემ “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ ინფორმაცია სხვის ლეკვებზე მზრუნველი ძაღლის შესახებ ინტერნეტიდან გაიგო და უმალვე გადაწყვიტა, ჩამოსულიყო ზუგდიდში და ლეკვებისთვის სახლი ჩამოეტანა. ამბობს, რომ ამ სახლის აშენებაში მას დაეხმარნენ ემიგრანტები.
ლევან ჩხაიძემ მსგავსი სახლები ბათუმშიც არაერთი განათავსა. ის მოუწოდებს ზუგდიდელებს თვითონაც გააკეთონ მსგავსი კეთილი საქმე, რომელიც უპირველეს ყოვლისა მომავალი თაობისთვის იქნება სამაგალითო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!