- კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი ზუგდიდში დადიანების სასახლეთა ისტორიულ- არქიტექტურულ მუზეუმს, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ სენაკში მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარს, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნოღაში მდებარე აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმს ესტუმრა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო თეატრის განვითარების შესაძლებლობებს, პრობლემებს და სამინისტროსთან ერთად მათი გადაჭრის გზებს.
დადიანების სასახლეში სტუმრობისას ბექა დავითულიანი ჩატარებულ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნო.