კოსტუმირებული აქცია თეატრთან


დღეს, თეატრის მოყვარულებმა და სამოქალაქო ატივისტებმა თეატრის შენობასთან კოსტუმირებული აქცია გამართეს და ამ ფორმით თეატრს 148 წლის იუბილე მიულოცეს. მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა ბოლოს ფრანი გაუშვეს.
როსტომ ზარანდია, აქციის ერთერთი ორგანიზატორი: “სოციალურ ქსელ facebook-ზე გვაქვს ჯგუფი, სადაც ვიკრიბებით თეატრის მოყვარულები. ხელმოწერებს ვაგროვებთ პეტიციაზე თატრის გადარჩენის მოთხოვნით. დღეს არის თეატრის დაბადების დღე და ამ ფორმით გვინდოდა ეს დღე მიგველოცა თეატრის ხელმძღვანელობისთვის, მსახიობებისთვის, თეატრის დასისთვის და უბარლოდ თეატრის მოყვარულებისთვის. ყველამ ვიცით,  თეატრის დღევანდელი მდგომარეობა, მაგრამ არსებობს პოზიტიური მოლოდინები და იმედია თეატრში არსებული პრობლემები უმოკლეს დროში აღმოიფხვრება.”
ბადრი წერედიანი, ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: “ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თეატრის 150 წლის იუბილე იყოს ისეთი, როგორიც ეკადრება ქალაქს და თეატრს. იუბილესთან დაკავშირებით, დღეს დილიდანვე გვქონდა უამრავი მილოცვები. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საზოგადოებას, რადგან საზოგადოების აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს ასე პოზოტიურად შემოქმედებითაც და ნიჭიერად გამოხატული.”

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!