ამ დილით, “ზუგდიდელები.გე”-ს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის მცხოვრები გოჩა ლაშხია დაუკავშირდა, რომელმაც გვაცნობა, რომ სამი დღეა შუქი არ მიეწოდება კორცხელის ცენტრში, საჯარო სკოლის წინ, თამარ მეფის ქუჩაზე მცხოვრებ რამდენიმე მოსახლეს. “უბანი გამრიცხველიანებულია, ჩემს ოჯახს გახარჯული ენერგიის თანხები გადახდილი აქვს. ამბობენ, თითქოს, უბნის დავალიანებაა 1000 ლარამდე. რა დავალიანებაა არ ვიცი. თუ გამრიცხველიანებაა, რატომ უნდა ჩაგვიჭრან შუქი იმის გამო, რომ სხვას აქვს დავალიანება? მე იძულებული ვარ მივმართო “ენერგოპროჯორჯიას” ზუგდიდის ოფისს. ვთვლი, რომ ასეთ შემთხვევაში, როცა აბონენტს დავალიანება არ აქვს და შუქს ურთავენ იმის გამო, რომ სხვას, თურმე მის მეზობელს აქვს დავალიანება, ვფიქრობ, ადამიანის უფლებების დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს.”-უთხრა “ზუგდიდელები.გე”-ს გოჩა ლაშხიამ.
იმედია, “ზუგდიდელები.გე”-ს ინფორმაციას უყურადღებოდ არ დატოვებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა და “ენერგოპროჯორჯია”.