- ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 13 აგვისტოს 645 ნიმუშის კვლევა ჩატარდა ზუგდიდის ლაბორატორიაში.
მათ შორის 498 მესტიის მუნიციპალიტეტიდან მიღებული და ყველა უარყოფითი, 147 ნიმუში მიღებულია რეგიონის სხვა რაიონებიდან. მათ შორის პაციენტი 16, მედპერსონალი 70, კარანტინიდან 17, თვითიზოლაციიდან 1, შსს 32, მძღოლი 5, ეპიდაფეთქების კერაში მყოფი პირი 6. მათი კვლევის შედეგიც უარყოფითია.