- ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში COVID 19-ზე 83 პაციენტის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს. ყველა პაციენტზე უარყოფითი პასუხია.
როგორც ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ლელა ქაჯაიამ აღნიშნა, გამოკვლეული იყო, როგორც ცხელების კლინიკების პაციენტები, ასევე საკარანტინო სივრცეში მყოფი პირები. 83 გამოკვლეულ ადამიანს შორის იყვნენ ცხელების ცენტრის მედპერსონალიც. “ჩვენს ლაბორატორიაში დღეს 83 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გამოვიკვლიეთ COVID-ზე PCR ტექნოლოგიით. დინამიკა უცვლელია. სამეგრელოში ამ დრომდე არ ფიქსირდება ახალი კორონავირუსის შემთხვევა. დღეს ყველა ტესტზე უარყოფითი პასუხებია მიღებული. ხვალ ჩვეულებრივად განვაგრძობთ მუშაობას რა თქმა უნდა, ახალ კვლევებზე”-აცხადებს ლელა ქაჯაია.