- თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევიდან 297 აჭარაში დადასტურდა.
“აჭარაში გახლავთ 297 ახალი შემთხვევა, თბილისში – 78 პაციენტია, იმერეთში – 52 ახალი შემთხვევა გვაქვს, სამეგრელო ზემო-სვანეთში, გურიასა და შიდა ქართლში 6-6 პაციენტია, ქვემო ქართლში გახლავთ 2 პაციენტი, კახეთში – 3, მცხეთა-მთაიანეთი – 2, სამცხე-ჯავახეთში-1”, – განაცხადა ენდელაძემ.
ინფორმაციისთვის, დღეს, საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 7093 -ს შეადგენს.