- ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი 45 შემთხვევიდან 3 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.
“45 ინფიცირებულიდან 3 არის „დონას“ კლასტერი, 19 არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, 4 არის სამედიცინო პერსონალი „ავერსის“ კლინიკიდან, 4 იმპორტირებულია, ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 12 არის აჭარაში მოგზაურობის ისტორიით, 3 ინფიცირებულზე ეპიდკვლევა მიმდინარეობს წყაროს დადგენის და კონტაქტების მოძიების მიზნით. 45 დადასტურებული შემთხვევიდან 23 უკავშირდება აჭარას. 5 ჯგუფური შემთხვევა გვაქვს ამ 45-ში, ჯგუფური გახლავთ ფართომასშტაბიანი ქორწილიდან თბილისში. გამოჯანმრთლებულების რაოდენობა მხოლოდ 6-ით გაიზარდა და 1321 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 76%-ია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.