თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევიდან 87 აჭარას უკავშირდება, 28 სამეგრელოს, 19 იმერეთის რეგიონთან არის დაკავშირებული, ექვსი შემთხვევა გურიას, ხოლო 18 ახალი შემთხვევა თბილისს უკავშირდება.